საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
Civil Georgia, Tbilisi / 13 Feb.'18 / 11:54


საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2013-2018 წწ. იანვარში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით და 815.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 25.7%–ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით და 222.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 18.1%–ით გაიზარდა და 593.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

 

Civil.Ge © 2001-2024