მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 16 Feb.'18 / 16:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მცირე მეწარმეებისათვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. 

საგადასახადო რეფორმის თანახმად, რომელიც დღეს ფინანასთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა, მცირე მეწარმედ დარეგისტრირება იმ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, რომელთა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში 500 ათას ლარს არ აღემატება. áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დი რეგულაციით, áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ” მეწარმის სტატუსის მიღება მხოლო 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მეწარმეებს შეუძლიათ. ამასთან ერთად, მცირე მეწარმეთათვის „უპრეცედენტო შეღავათიანი რეჟიმი“ წესდება და მათთვის დადგენილი áƒ¡áƒáƒ’ადასახადო განაკვეთი 5-ჯერ - 5%-იდან 1%-მდე მცირდება.
 
მამუკა ბახტაძის განმარტებით, ინიციატივის ფარგლებში, ასევე უქმდება გადასახადების წინასწარ გადახდის პრაქტიკა და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან. ამასთან ერთად, მცირე მეწარმეები „ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან“ გათავისუფლდებიან და მათ მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატისა და სასაქონლო ზედნადების გამოყენების ვალდებულება ექნებათ. 

მინისტრის თანახმად, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120 ათასს ფიზიკურ პირს შეეხება და სავარაუდოდ 1 ივლისიდან, პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცლილებების დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. 

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში და მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინიციატივა იქნება „მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის“. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შემქნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024