პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'18 / 19:12


პარლამენტის პლენარული სხდომა, 21 თებერვალი, 2018. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ გაიზიარა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები და მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში მიღებული ცვლილებების პირვანდელ ვარიანტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მწვავე კრიტიკას იწვევს.

ახალი რეგულაციებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტი თავისუფლება და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობა ენიჭება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბები ფინანსურს პრობლემებს შეუქმნის კერძო ტელეკომპანიების, განსაკუთრებით კი, რეგიონული ტელევიზიების ფუნქციონირებას, საზოგადოებრივ მაუწყებელში კი áƒ™áƒáƒ áƒ£áƒ¤áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ რისკს გააჩენს. 

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ეს პოზიცია ასახულ იქნა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში. კერძო ტელეკომპანიებისათვის არსებულ საფრთხეებსა და კორუფციის რისკზე საუბრობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება დაუსაბუთებლად მაღალია, კერძო ტელევიზიების „ჯიბეში ჩაძრომით და უკანასკნელი ლუკმის წართმევით“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების ზრდა კი მიუღებელია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ბოლო წლებში მედიაზე შეტევას ახორციელებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციასა და პროტექციონიზმს წაახალისებს. 

საკანონმდებლო ცვლილებები პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ირმა ინაშვილმაც, გააკრიტიკა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები „არღვევს ბალანსს სარეკლამო ბაზარზე, არღვევს კონკურენციის პირობებს, აბსოლუტურად მყარდება დიქტატურა და სხვა არხებს განვითარების შესაძლებლობა ესპობათ“. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების „მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება, ანუ ნულოვანი სოციალური გავლენიდან ამოსვლა პოზიტიურ შედეგზე“. მისივე თქმით, „მომდევნო 1-1,5 წლის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს áƒ“ა თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა გასული წლის 22 დეკემბერს მიიღო, პრეზიდენტმა კი 15 იანვარს კანონპროექტებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა.

საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმებოდა მმართველი გუნდის ნაწილი, ასევე მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მოთხოვნით კამპანია დაიწყეს

Civil.Ge © 2001-2024