ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
Civil Georgia, Tbilisi / 27 Feb.'18 / 11:51

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადოს. 

26 თებერვალს ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, გვამის ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და ამიტომ მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ტატუნაშვილის ოჯახი დაუყონებლივ გადასცეს ოჯახს“.

თანათავმჯდომარეებმა ასევე მოითხოვეს, რომ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ასევე დააკავეს ტატუნაშვილთან ერთად და მოგვიანებით გაათავისუფლეს, „მისცენ უფლება, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ“.

თანათავმჯდომარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 1 მარტს ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოხდება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ტატუნაშვილის, ქუტაშვილის და პავლიაშვილის  დაკავების, ასევე ტატუნაშვილის  გარდაცვალების გარემოებების შესახებ.

Civil.Ge © 2001-2024