საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იორდანიას სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 27 Feb.'18 / 18:41


ირაკლი კობახიძე და ატეფ ტარავნე, 26 თებერვალი, 2018. ფოტო: facebook.com/representativesjo

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 25 თებერვლიდან 1 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის სამეფოს სტუმრობს.

26 თებერვალს, კობახიძე იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ატეფ ტარავნეს შეხვდა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თანამშრომლობა áƒ’ანავითარონ რიგ საკითხებზე, მათ შორის, áƒ’ააღრმაონ საპარლამენტაშორისი თანამშრომლობა და ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

იმავე დღეს, კობახიძემ და საქართველოს დელეგაციამ იორდანია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხი იქნა განხილული. დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, მათ მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში მოიწვიეს.

27 თებერვალს კობახიძე იორდანიის სენატის პრეზიდენტს, ფაიზალ ალ ფაიეზს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური საკითხები განიხილეს და აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე შეეხო საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ფაიზალ ალ ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება იორდანიის პრემიერ-მინისტრს, ჰანი ალ-მულკის.

Civil.Ge © 2001-2024