ბათუმის არეულობის საქმეზე მსჯავრდებულები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 6 Mar.'18 / 18:55

2017 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე მსჯავრდებულები - მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, áƒ¡áƒáƒ¡áƒ¯áƒ”ლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, áƒžáƒáƒ¢áƒ˜áƒ›áƒ áƒáƒ‘იდან áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ‘ით ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. მსჯავრდებულებმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ჩხვირკიას და ღოღობერიძის გათავისუფლებისას, ადგილობრივმა საბჭომ გაითვალისწინა ის „დადებითი მახასიათებლები“, რომლებიც გაიცა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი უდანაშაულოდ უნდა იქნან ცნობილები და უნდა დადგეს საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი“, -  განაცხადა áƒžáƒáƒáƒ¢áƒ შავაძემ.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, რომელთაც ბრალად ედებოდათ  2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში „ჯგუფური ძალადობის“ ორგანიზება, რის შედეგადაც პოლიციის და კერძო პირების მანქანები დაიწვა, ასევე - დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა იანვარში მიუსაჯა.

ჩხვირკია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ის, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ˜áƒ¡ განაწესის დარღვევის გამო გარიცხეს.

Civil.Ge © 2001-2024