ქართულმა ოცნებამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გივი ჭიჭინაძის კანდიდატურა დაასახელა
Civil Georgia, Tbilisi / 14 Mar.'18 / 11:43

ქართულმა ოცნებამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, დაასახელა.

ამის შესახებ მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პრემიერ-მინისტრის, პარტიის ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში 13 მარტს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.   

გივი ჭიჭინაძე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად 2015 წლიდან მუშაობს, მანამდე კი ვაკის რაიონის გამგებელი იყო. 2012-2013 წლებში მას ქართული ოცნებაში áƒ¡áƒ®áƒ•áƒáƒ“ასხვა თანამდებობები ეკავა.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ამ დრომდე, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ მხოლოდ პარტია ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გამოთქვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 28 აპრილს დანიშნა. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 12-მა პარტიამ გაიარა. მათ 29 მარტის ჩათვლით აქვთ ვადა იმისათვის, რომ პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინონ.

Civil.Ge © 2001-2024