რელიგიური ლიდერები ვალეში კათოლიკური სიმბოლოების დაწვის გამო შეშფოთებას გამოხატავენ
Civil Georgia, Tbilisi / 15 Mar.'18 / 12:23


დამწვარი რელიგიური ლიტერატურა და ხატები, ვალე. ფოტო: facebook.com/shotagikoshvili

რელიგიურმა ლიდერებმა, მათ შორის კათოლიკური და მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიების áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ›áƒáƒ“გენლებმა შეშფოთება გამოხატეს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ვალეში კათოლიკური სამლოცველოს ხატების და რელიგიური ლიტერატურის დაწვის გამო.

ინფორმაცია პირველად 12 მარტის საღამოს ადგილობრივმა მკვიდრმა, შოთა გიქოშვილმა გაავრცელა, რომელმაც ვალეში, სადაც კათოლიკე და áƒ›áƒáƒ áƒ—ლმადიდებელი ქრისტიანული áƒ—ემები გვერდიგვერდ თანაცხოვრობენ, პატარა სამლოცველოს გვერდით დამწვარი რელიგიური ლიტერატურის და ხატების ფოტოები გამოაქვეყნა. გიქოშვილის თქმით, წიგნები და ხატები „მიზანმიმართულად“ დაწვეს, ვინაიდან სხვა აღმსარებლობის წიგნები და ლიტერატურა, რომელიც ასევე ინახებოდა სამლოცველოში, ხელუხლებელი დარჩა. 

ვალეში რომაულ-კათოლიკურმა სამრევლომ დაგმო „ვანდალური ფაქტი“, რასაც მოგვიანებით საქართველოში კათოლიკური თემის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტოც გამოეხმაურა და „მწუხარება და აღშფოთება“ გამოხატა ამ ფაქტის გამო. „ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და ის გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა“, - განაცხადა მან.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ მომხდარი ვანდალიზმად შეაფასა და განუცხადა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს, „სამხრეთის კარიბჭეს“, რომ „ეს არის დანაშაული და შეურაცხყოფა ეკლესიისა, ხატებისა და იმ სიწმიდნეებისა, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით“. „ქვეყანას ჰყავს მტრები და ისინი არეულობის გამოწვევას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირებას ვერ გამოიწვევს. ხალხი გონიერია, მათ იციან, რომ ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი შეგნებულად არ იზამდა“, - დასძინა მან.

ინციდენტი ასევე დაგმო ბათუმში მდებარე რელიგიურ უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, ქართველ მუსლიმთა კავშირმა.  

14 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რომელიც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

2014 წლის მოსახლეობის აღწერის დროს 19 195-მა პირმა განაცხადა, რომ ისინი კათოლიკეები არიან. მათ შორის 15 024 სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, რაც რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 9.36%-ია.

Civil.Ge © 2001-2024