ოპოზიციური პარტიები რუსეთთან ურთიერთობებში მეტ გამჭვირვალობას და პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ
Civil Georgia, Tbilisi / 15 Mar.'18 / 17:32

თორმეტმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მოსკოვისათვის გაგზავნილ მიმართვას აკრიტიკებს, ასევე რუსეთთან ურთიერთობებში მეტ გამჭვირვალობას და პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები და სხვა პარტიები აწერენ, ნათქვამია, რომ კვირიკაშვილის მიერ რუსეთისათვის გაგზავნილი მიმართვა „არის ქართული ოცნების და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება“. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ კვირიკაშვილის განცხადება „საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს“ ქვეყანას. 

ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებით აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც „აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან“ დიალოგს ეხება და აცხადებენ, რომ ეს გზავნილი ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და „საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწლიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს“.

ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ კვირიკაშვილი 9 მარტის განცხადება და „ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების რიტორიკა ეხმარება რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ საქართველოსა დანაწევრების ლეგიტიმაციის მიზნით, კვლავ მოირგოს მედიატორის მანტია, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს დეოკუპაციის პერსპექტივას და შეამცირებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შანსებს“.

ერთობლივ განცხადებაში, ოპოზიციური პარტიები მიმართავენ ხელისუფლებას: 

• „პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში;

• áƒ›áƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ¡ თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დეოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად;

• áƒ“როულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ;

• áƒ”ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“.

Civil.Ge © 2001-2024