აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უფრო ახლო თანამშრომლობაზე თანხმდებიან
Civil Georgia, Tbilisi / 16 Mar.'18 / 15:47


აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, 15 მარტი, 2018, áƒ‘აქოში. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მარტს ბაქოში შეიკრიბნენ და მინისტრების დონეზე áƒ áƒ”გულარულ ოთხმხრივ შეხვედრებს ჩაუყარეს საფუძველი.

გუშინდელ მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს რიგ áƒ¡áƒ¤áƒ”როებში, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, áƒ¢áƒ£áƒ áƒ˜áƒ–მის და გარემოს დაცვის სფეროებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ კი „სამხრეთ-დასავლეთის“ მარშრუტის მნიშვნელობას, რომელიც ირანის პორტებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას დაუკავშირებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრებმა ერთგულება გამოხატეს áƒ¡áƒáƒ”რთაშორისო სამართლის იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას, ასევე რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ეხება.

„გვწამს, რომ ეს ოთხმხრივი ფორმატი კიდევ უფრო გააძლიერებს ოთხი ქვეყნის ხალხებს შორის სოლიდარობასა და თანამშრომლობას და ის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს მოემსახურება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის  შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ბაქოში ჯანელიძემ პირისპირ შეხვედრები გამართა თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან და  მოჰამედ ჯავად ზარიფთან, სადაც მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

Civil.Ge © 2001-2024