აშშ-ის საზღვაო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 19 Mar.'18 / 12:26


აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill ბათუმში, 17 მარტი, 2018. ფოტო: www.c6f.navy.mil

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში 17-20 მარტს ბათუმს საპორტო ვიზიტით სტუმრობს.

ხომალდი, რომლის ეკიპაჟის წევრებიც 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო შენაერთის საზღვაო ქვეითები არიან, შავ ზღვაზე რუმინეთის ხელმძღვანელობით 8-15 მარტს áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბულ წვრთნებში Spring Storm მონაწილეობის მისაღებად შემოვიდა.

ხომალდი ბათუმის პორტში 20 მარტამდე დარჩება და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ეფექტური საშუალებაა.

„Oak Hill–ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილიში.

Civil.Ge © 2001-2024