რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Civil Georgia, Tbilisi / 30 Mar.'18 / 13:18


გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი წარადგინა, 30 მარტი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial/

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

მაია ცქიტიშვილმა ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ზურაბ ალავიძის სურვილი, საქმიანობა კერძო სექტროში გაეგრძელებინა. კვირიკაშვილმა ზურაბ ალავიძე ეფექტურ მენეჯერად“ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანად“ დაახასიათა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, 2012 წლის ნოემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან, დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა.

ახალი მინისტრის წარდგენინსას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის საქმე და საქმის ის მოცულობა რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა რთული შესავსები იქნება“. დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ შესაძლო გადადგომის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს მინიმუმ რამდენიმე წელი“ არ მოხდება.

მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილება პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში იმ შემთხვევაში დგება, თუ მინისტრთა კაბინეტის საწყისი შემადგენლობა áƒ”რთი მესამედით განახლდება. 

Civil.Ge © 2001-2024