არასაპარლამენტო ოპოზიცია ქართულ ოცნებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 30 Mar.'18 / 18:01

ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ - თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა - დღეს საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარდგენილ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს, რომელიც ევროპულმა საქართველომ დაასახელა. 

ნინია კაკაბაძემ, რომელიც მანამდე პარლამენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ერთხმად მოიწონა, 23 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 26 მარტს კი, მისი კანდიდატურა ევროპულმა საქართველომ პარლამენტს განმეორებით წარუდგინა

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები“, როგორიც ნინია კაკაბაძეა. რესპუბლიკურ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ „განმეორებით კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის წარდგენა არის შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა იხელმძღვანელონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებით და ხმა მისცენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს და დაიწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება“.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანსიაზე  კონკურსი 16 თებერვალს გამოაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და áƒ¡áƒáƒ®áƒáƒšáƒ®áƒ დამცველის კვოტებით არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდა იმ áƒ áƒáƒ¢áƒáƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ შესაბამისად, რომლის თანახმადაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საბჭოს 3 წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა áƒ“ა ისინი ახალი áƒ›áƒ”ურვეებით იცვლებიან. საპარლამენტო უმცირესობის კვოტით კი მეურვის ვაკანსია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამავე კვოტით არჩეულმა წევრმა, სულხან სალაძემ, სამეურვეო საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

23 მარტს, პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ზაზა შათირიშვილი, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია. საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კი - ჩავარდა.  

ამ დრომდე უცნობია ომბუდსმენის კვოტით ასარჩევი მეურვის კანდიდატურა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ამ თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ზვიად დევდარიანი დაასახელა, თუმცა სექსუალური შევიწროების თაობაზე მის მიმართ გაჩენილი ბრალდებების შემდეგ, დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. ლომჯარია ახალ კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაასახელებს. კანდიდატის შერჩევა იმ სიიდან მოხდება, რომელიც სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტს 13 მარტს წარუდგინა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 6 წლით არჩეული 9 წევრისგან შედგება, რომლიდანაც სამ-სამი წევრი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარდგენით, ერთი - აჭარის უმაღლესი საბჭოს, ხოლო ორი - სახალხო დამცველის წარდგენით აირჩევა. 

სამეურვეო საბჭო ირჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ამტკიცებს მაუწყებლის დებულებასა და ბიუჯეტს.

Civil.Ge © 2001-2024