შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს
Civil Georgia, Tbilisi / 4 Apr.'18 / 13:53

შიდა-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა, კახა სამხარაძემ და აკაკი მაჭუტაძემ თანამდებობები გაცვალეს.

მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, ხოლო სამხარაძე თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის თებერვალში დანიშნა.

ახალი გუბერნატორები უკვე წარუდგინეს თანამშრომლებს და ადგილობრივ ადმინისტრაციებს. 

გამგებლებისგან განსხვავებით, რომლებიც 2014 წლიდან პირდაპირი წესით აირჩევიან, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

Civil.Ge © 2001-2019