ტრადიციონალისტები "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკს უერთდებიან
/ 16 Sep.'03 / 15:05
(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკს საპარლამენტო არჩევნების წინ ტრადიციონალისტთა პარტია უერთდება. გაერთიანების შესახებ ოფიციალური განცხადებას ბლოკის წევრები ბლოკის ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ქუთაისიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.

"ჩემთვის ყველაზე მისაღები გაერთიანება "ბურჯანაძე-დემოკრატებია", სადაც უკვე მოხდა ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ჩემთვის გადამწყვეტი არ არის ტრადიციონალისტებიდან რამდენი კაცი მოხვდება საარჩევნო სიაში, რაც მთავარია, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ხელისუფლების დამარცხება", - განაცხადა ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

"ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკი მზად არის ყველა იმ პარტიასთან ითანამშრომლოს, რომელებიც მათ პრინციპებს გაიზიარებენ.

Civil.Ge © 2001-2025