საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმი ტარდება
/ 2 Nov.'03 / 09:50
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - 2 ნოემბერს, დილის 8 საათზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რის შედეგადაც საქართველოს ახალი 235-კაციანი პარლამენტი ეყოლება. არჩევნების პარალელურად ტარდება რეფერენდუმიც.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემასთან ერთად 2 ნოემბერს ამომრჩევლებს ერთ კითხვაზე პასუხის გაცემაც მოუწევს, "თანახმა არიან თუ არა, რომ დეპუტატთა რიცხვი 235-დან 150-მდე შემცირდეს".

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ახალი პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს შეიტანს კონსტიტუციაში და 2007 წელს უკვე 150-კაციანი პარლამენტი აირჩევა.

Civil.Ge © 2001-2024