"ეგზით პოლის" წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ნაციონალები ლიდერობენ
/ 3 Nov.'03 / 00:08
(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - "გლობალური სტრატეგიის ჯგუფის" მიერ ჩატარებული "ეგზით პოლის" გამოკითხვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით (პარტიული სიები) პირველ ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" ხმების 20,8%-ით, მეორეზე - სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" - 12,9%-ით, მესამეზე ლეიბორისტული (შრომის) პარტია - 12,8%-ით, მეოთხეზე ბლოკი ბურჯანაძე -დემოკრატიები - 7,6%-ით, მეხუთეზე "დემოკრატიული აღორძინება" - 6,2%-ით, მეექვსეზე - "ახალი მემარჯვენეები" - 6%-ით, მეშვიდეზე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 2,8%-ით.

"ეგზით პოლში" მონაწილეობაზე უარი ამომრჩეველთა 21,9%-მა განაცხადა, ამომრჩეველთა სიებში არ იყო ამომრჩეველთა 4,4%, ამომრჩეველთა 1,4%-ს არავისთვის მიუცია ხმა.

Civil.Ge © 2001-2024