ქვემოთ მოცემულია "სამართლიანი არჩევნების" მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები: სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა - 26,6% "სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, პარალელური ხმების დათვლის შედეგებში ცდომილების ზღვარი 2% არ გადააჭარბებს. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა ხმები საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დათვალეს. ხმების პარალელური დათვლა ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ლიდერობს. ცსკო-მ ხმები 2,870 საარჩევნო უბნიდან 450 უბანში დათვალა. ხმები უბნებზე შემდეგნაირად განაწილდა: ახალი საქართველოსთვის - 27,6%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეიბორისტული პარტია - 16,1%; ბურჯანაძე-დემოკრატები - 9,6%; ახალი მემარჯვენეები - 8,7%; მრეწველები - 5,9% და აღორძინება - 5%. ეს საბოლოო შედეგი არ არის, რადგანაც ცსკო-ს კიდევ 2,420 უბანში დარჩა დასათვლელი ხმები. პარლამენტში შესვლა მხოლოდ იმ პარტიებს შეეძლებათ, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ. |
|||
Civil.Ge © 2001-2025