![]() |
|||
იური იაროვი თბილისში 28 ოქტომბერს ჩამოვიდა და 2 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილ დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. "დსთ-ის სამოცივე დამკვირვებელი დაუბრკოლებლად შეუშვეს ყველა უბანში", - განაცხადა იაროვმა 3 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, დარღვევები ძირითადად მცხეთასა და რუსთავში დაფიქსირდა. დსთ-ის დამკვირვებლები მონიტორინგის შესახებ სრულ მოხსენებას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025