პოლიცია არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ქვეყანაში
/ 5 Nov.'03 / 12:42
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ.

"ჩვენ გამოვიყენებთ ძალას საჭიროების შემთხვევაში. კანონი უნდა დავიცვათ ქვეყანაში", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა 5 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრამდე.

გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძეც მის მოსაზრებას იზიარებს. 

"თუ ქვაყანაში კანონი დაირღვევა, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ნებისმიერი პიროვნება, ვინც კანონს დაარღვევს, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

თბილისის მერი ვანო ზოდელავაც გმობს ოპოზიციის საპროტესტო აქციას და აცხადებს, რომ იგი დესტაბილიზაციის წინააღმდეგია.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს თავიდან აიცილონ დესტაბილიზაცია", - განაცხადა ზოდელავამ 5 ნოემბერს.

Civil.Ge © 2001-2024