ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გმობს ოპოზიციის საპროტესტო აქციას
/ 5 Nov.'03 / 14:00
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გმობს ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების მიერ დაწყებრულ საპროტესტო აქციას.

"ხალხი დაიღალა თქვენგან [ნაციონალური მოძრაობისგან და ბურჯანაძე-დემოკრატებისგან]. თქვენ დააქციეთ ეს ქვეყანა, აქამდე უნდა წასულიყავით პოლიტიკიდან. სისხლი გწყურიათ და გსურთ ქვეყანა პროვოკაციებში ჩაითრიოთ", - განაცხადა ნათელაშვილმა 5 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღორძინების კავშირი და მრეწველთა პარტიაც წინააღმდეგნი არიან საპროტესტო აქციისა.

დღეს თბილისის ფილარმონიაში ოპოზიციის ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ თავიანთ მომხრეებთან ერთად და ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვეს 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ობიექტური შედეგების გამოქვეყნება.

Civil.Ge © 2001-2024