ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს
/ 7 Nov.'03 / 16:41
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - პარლამენტის თავჯდომარემ, ოპოზიციურ ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ მისი ბლოკი არ ცნობს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

"ჩვენ, ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები", არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, რომელიც ხმების მასობრივი გაყალბებით ჩატარდა. ჩვენ არ შევალთ იმ პარლამენტში, რომელიც პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დანიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის არჩეულ პარლამენტში გვემუშავა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 7 ნოემებერს გამართულ ბრიფინგზე.

"ერთობის" ლიდერმა ჯუმბერ პატიაშვილმა 6 ნოემბერს ასევე დააყენა არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხი.

Civil.Ge © 2001-2024