ზუგდიდში ნაციონალურ მოძრაობას ცეცხლი გაუხსნეს
/ 7 Nov.'03 / 18:21
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ზუგდიდში ჩასული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგელებს საპროტესტო აქციის ჩატარების დროს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რომლის დროსაც დაშავდა ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, რომლებიც სროლით არ აძლევდნენ საშუალებას ზუგდიდში ჩასულ ნაციონალების ლიდერს ქალაქში შეკრებილ თავის ამომრჩევლებს შეხვედროდა, ტყეებში გასული ე.წ. "შემოურიგებელი" პირები არიან.
 
ამჟამად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ზუგდიდში იმყოფება და ამომრჩევლებს ხვდება. იგი ზუგდიდში დღეს ჩავიდა, საპროტესტო აქციის ჩასატარებლად არჩევნების ობიექტური შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნით.

Civil.Ge © 2001-2024