შევარდნაძე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდეს
/ 7 Nov.'03 / 21:50
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისა და დოალოგისთვის. მისი თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდება პასუხისმგებლი პრეზიდენტია და არ დაუშვებს უწესრიგობას.

"მე არ დაუშვებ კანონდარღვევის არც ერთ ფორმას, რამაც შესაძლოა უწესრიგობა გამოიწვიოს არც მე და არც ის პირები, ვისაც კანონით ეს ევალება", - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 2 ნოემბერს არჩევნები საქართველოში ყველაზე განსხვავებულად და სამართლიანად ჩატარდა წინა წლებთან შედარებით და ამას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა, აცხადებს, რომ გარკვეული დარღვევები ამ არჩევნების დროსაც დაფიქსირდა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების განმეორებითYჩატარებას, რაც დღეს ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებმა მოითხოვეს, ედუარდ შევარდნაძის თქმით, ეს შეუძლებელია და ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

თავად ოპოზიციას კი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. "მე დღესვე ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ მზად ვარ დიალოგისთვის, რადგან შეიძლება ხვალ უკვე გვიან იყოს. თუ სურთ ოპოზიციურ პარტიებს, შეუძლიათ ხვალვე მობრძანდნენ და შევძლოთ იმის გარკვევა რაც გასარკვევია. მეტი რა შემიძლია. ხალხს მოუწოდებ არ აყვნენ პროვოკაციას", - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სტუდენტები მიმდინარე პროცესებში

Civil.Ge © 2001-2024