თბილისის საოლქო სასამართლომ ბოლნისის საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო
/ 11 Nov.'03 / 12:58
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - თბილისის საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო ბოლნისის საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული რაიონში 2 ნოემბერს ჩატარებული პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. სარჩელი ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა.

"ბოლნისის საარჩევნო ოლქს 4 დღის ვადა მიეცა, რათა ხელახლა მოხდეს უბნების მიხედვით ოქმების და შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება", - განუცხადა "სივილ ჯორჯიას" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა.

მისი თქმით, სარჩელი შეტანილია იმ გაყალბებათა საფუძველზე, რაც არჩევნების დღეს  დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

ბოლნისის რაიონში ყველაზე რეალურ მაჟორიტარ კანდიდატებად ითვლებოდნენ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მამალაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქამალ მურადხანოვი.

Civil.Ge © 2001-2024