შევარდნაძე ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობს
/ 12 Nov.'03 / 11:57
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, მისი თანამოქალაქეები არიან და მას დიალოგი სურს მათთან.

თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამორიცხავს ახალ მოლაპარაკებებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.

დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 9 ნოემბერს გამართული შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციის ლიდერებს: ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის უშედეგოდ დასრულდა.

მეხუთე დღეა რაც პარლამენტის წინ ოცდაოთხსაათიანი მასობრივი საპროტესტო აქცია გრძელდება ხელისუფლებსი წინააღმდეგ არჩევნების გაყალბების ბრალდებითა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

Civil.Ge © 2001-2024