ცსკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა
/ 20 Nov.'03 / 16:52

(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) დღეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ქვემოთ მოცემულია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც პარლამენტში ადგილების დასაკავებლად საჭირო 7%-იანი ბარიერი გადალახეს.
 
1. áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" – 21.32%
2. áƒáƒ¦áƒáƒ áƒ«áƒ˜áƒœáƒ”ბის კავშირი – 18.84%
3. áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობა – 18.8%
4. áƒšáƒ”იბორისტული პარტია – 12.04%
5. áƒ‘ურჯანაძე-დემოკრატები – 8.79%
6. áƒáƒ®áƒáƒšáƒ˜ მემარჯვენეები – 7.35%
 
შედეგად, პროპორციული არჩევნების მეშვეობით სახელისუფლებო ბლოკმა ახალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვა, აღორძინებამ – 33, ნაციონალურმა მოძრაობამ – 32, ლეიბორისტულმა პარტიამ – 20, ბურჯანაძე-დემოკრატებმა – 15, ახალმა მემარჯვენეებმა – 12.
 
75 ადგილს 235 მანდატიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დარჩენილ 10 ადგილს – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს და უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ისინი ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

Civil.Ge © 2001-2024