ლეიბორისტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ
/ 22 Nov.'03 / 01:10
(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - ლეიბორისტული პარტიი ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 21 ნოემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია უერთდება პროტესტს და არ აპირებს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტში შესვლას.

ამ ნაბიჯით, ფაქტიურად, ლეიბორისტები შეუერთდნენ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ ნაციონალები და "ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენლები არ შევლენ "პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტში".

თუმცა, შავლა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილს შორის ქონებისა და სკამებისთვის ბროლა.

ლეიბორისტების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უახლოეს დროში ახალი საპარლამენტო არცევნების დანიშვნას, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება არჩეული.

ცსკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ლეიბორისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 12% და შესაბამისად 20 სადეპუტატო მანდატი მოიპოვეს პროპორციული სისტემით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილებას ახალი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე.

Civil.Ge © 2001-2024