ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს შსს-ის შენობის და სახელმწიფო ტელევიზიის მშვიდობიანად დაკავებისკენ მოუწოდებს
/ 23 Nov.'03 / 14:08
(თბილისი, 23 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას ერთიანი ნაცილნალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძე და მისი გარემოცვა აპირებს შსს-ის შენობაში მისი დანიშნული პარლამენტის სხდომის მოწვევას და საგანგებო მდგომარეობის დაკანონებას.

ამის გამო სააკაშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, რომ მომიტინგეთა ნაწილი გაემართოს შსს-ის შენობისკენ და მშვიდობიანად დაიკავოს შსს-ის შენობა. სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, რომ კიდევ ერთი ნაწილი გაემართოს სახელმწიფო ტელევიზის პირველი არხისკენ, რომ გაითიშოს პირველი არხის მაუწყებლობა.

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს მომიტინგეთა ნაწილს გადაინაცვლონ სახელმწიფო კანცელარიის შენობისკენ ამ შენობის დაცვის გასაძლიერებლად, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციის მომხრები იმყოფებოდნენ.

Civil.Ge © 2001-2024