საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა
/ 25 Nov.'03 / 10:41
(თბილისი, 25 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის 24 ნოემბრის განკარგულებით, გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 22 ნოემბერს გამოცემული განკარგულება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე.

ამ განკარგულების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა უქმდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. განკარგულება ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებისთანავე.

როგორც ცნობილია, 23 ნოემბერს აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ავტონომიის ტერიტორიაზე და საზღვრები ჩაკეტა.

Civil.Ge © 2001-2024