![]() |
|||
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის 3 იანვარს ცხინვალში ჩასვლას უარყოფითად აფასებს. “მისი ეს ნაბიჯი სიმბოლური იყო და ხელი არ შეგვიშლია. მომავალში კი ასე თვითნებურად ცხინვალის რეგიონში ჩამოსვლა ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოხდება”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ედუარდ კოკოითმა. მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში ვიზიტის დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ეს ის რეგიონია, სადაც არჩევნები არ ტარდება, რადგანაც იქ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025