![]() |
|||
“ჩვენ ვთვლით, რომ ნავთობსადენის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემისას დაირღვა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი), რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფას. ეს უფლებები დაცულია ასევე, ორჰუსის კონვენციითა და “ტერიტორიის მფლობელ ქვეყანასთან” დადებული ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს მთავრობისა და ნავთობსადენის პროექტის ინვესტორების მიერ. საჯარო განხილვა კი არ მომხდარადა”, - განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “მწვანე ალტერნატივას” ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ. მისი თქმით, სარჩელი საოლქო სასამართლოში 2003 წლის 20 მაისს შეიტანეს, თუმცა მისი განხილვა მოპასუხე მხარის მხრიდან 5-ტომიანი მასალის წარმოდგენის გაცნობის მიზეზით არ დაწყებულა. 20 იანვარს გამართული სასამართლო პროცესი მოსამართლის ინგა თოდრიას მხრიდან დამატებითი მასალების წარმოდგენის მოთხოვნით 20 თებერვლამდე გადაიდო. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025