ტრანსპორტის მინისტრი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Feb.'04 / 15:36

ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში დააკავეს.

მას ძალაუფლების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი.

„ადეიშვილს ამჟამად 0,5 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს თანხა გამოძიების პროცესში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 3 თებერვალს.  

Civil.Ge © 2001-2025