ეროვნული გვარდიის სარდალი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Feb.'04 / 15:43

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკამყოფილა ეროვნული გვარდიის სარდლის გენერალ-მაიორის კობა კობალაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება, რომელიც მან 4 თებერვალს დაწერა.

კობა კობალაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, გვარდიის სარდლის მოვალეობას ბრიგადის გენერალი ზაზა ქუთათელაძე შეასრულებს.

Civil.Ge © 2001-2024