ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Feb.'04 / 12:03
ჰაიდი ტალიავინი და სერგეი შამბა თბილისში 10
თებერვალს გამართული შეხვედრისას.
აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით დღეს თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. 

ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე უხელმძღვანელებს.

მოლაპარაკებებს, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის თბილისის ოფისში მიმდინარეობს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰაიდი ტალიავინიც ესწრება.

მოლაპარაკებებში ასევე იღებენ მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

აფხაზური მხარე თბილისში გასულ სექტემბერსაც აპირებდა áƒ©áƒáƒ›áƒáƒ¡áƒ•áƒšáƒáƒ¡, თუმცა მაშინ ეს ვიზიტი, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, უსაფრთხოების áƒ¡áƒáƒ™áƒ›áƒáƒ áƒ˜áƒ¡áƒ˜ ზომების არ არსებობის áƒ’ამო გადაიდო.  

Civil.Ge © 2001-2024