ხაბურძანია გენერალური პროკურორის მოადგილე ხდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Feb.'04 / 13:07

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გენერალურმა პროკურატურამ იმუშაოს ნორმალურად და მოხდეს პროფესიონალებით მისი დაკომპლექტება. ასევე უნდა მოხდეს ანაზღაურების გაზრდა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.

ხაბურძანიას ფუნქციაში შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ზედამხედველობა იქნება.

Civil.Ge © 2001-2024