![]() |
|||
5 აპრილს მაუწყებლობას წყვეტს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეცხრე არხი”. ამის შესახებ ინფორმაცია არხის თანამშრომლებმა 1 აპრილს ხელმძღვანელობისგან გაიგეს. „მეცხრე არხის“ დახურვის რეალური მიზეზი არ სახელდება და მხოლოდ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია გაურკვეველი ვადით. „მეცხრე არხის“ მფლობელი ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავის საქმიანობას რუსეთში ახორციელებს. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ პირველად ეთერში ხუთი წლის წინ გავიდა. იგი სამასამდე თანამშრომელს აერთიანებდა. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025