ცესკოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jun.'04 / 13:38

9 áƒ˜áƒ•áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¡ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქიტოშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. დღესვე ცესკომ თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, ცესკოს ყოფილი მდივანი ზურაბ ნონიკაშვილი ერთხმად დაამტკიცა თანამდებობაზე.

მდივნის ვაკანტური ადგილი კი ცესკოს წევრმა კარლო კვიტაიშვილმა დაიკავა.

გავრცელებული ცნობით, დიმიტრი ქიტოშვილი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე სამი თავმჯდომარე გამოიცვალა. ქიტოშვილმა ეს თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი წინამორბედი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქალაქ თბილისის მერად დაინიშნა.

Civil.Ge © 2001-2024