ქართველმა სამშვიდობოებმა ცხინვალის რეგიონში იარაღით დატვირთული რუსული ავტოკოლონა დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'04 / 10:55

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში  ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა 7 ივლისს გვიან ღამით რუსი სამშვიდობოების კუთვნილი იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს.

ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა.

"ასეთი დიდი რაოდენობის იარაღი არ შეიძლება სამშვიდობო მიზნებისთვის იყოს განკუთვნილი. ჩვენ ამ მანქანებს გორში წავიყვანთ და გამოძიებას დავიწყებთ“, განუცხადა კონფლიქტის ზონაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.

"ჩვენ არანაირი პრობლემა აქ გვაქვს სამხედრო ფორმებთან დაკავშირებით და მათ დავუბრუნებთ სამშვიდობოებს, თუმცა იარაღის კონფისკაციას მოვახდენთ“, განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ასევე იმყოფება კონფლიქტის ზონაში.

თბილისმა ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობაში იარაღის დარიგებაში დაადანაშაულა.

ივნისში იარაღით დატვირთული 160-170 მანქანა სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის გავლით შევიდა. ეს ინფორმაცია მაშინ ქართულმა მხარემ გაავრცელა.

 

Civil.Ge © 2001-2024