აჭარის უმაღლესმა საბჭომ 20 ივლისს ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა. აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის გადადგომის შემდეგ ლევან ვარშალომიძე აჭარის დროებით საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელობდა. "იგი [ლევან ვარშალომიძე] ახალგაზრდა და ენერგიულია და მან იცის, როგორ გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ უამრავ პრობლემას“, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვარშალომიძის ოფიციალური წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025