ცხინვალის რეგიონში სროლებს მსხვერპლი მოჰყვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Aug.'04 / 10:36

1 აგვისტოს áƒ¦áƒáƒ›áƒ”ს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაფიქსირებული სროლის შედეგად სამხრეთ ოსეთის მხარის 6 წარმომადგენელი áƒ˜áƒ¥áƒœáƒ მოკლული áƒ“ა ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა.

"ორი ქართველი მსუბუქად დაიჭრა. ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა ექვსი ოსი გარდაიცვალა. ჩვენ მას შემდეგ გავხსენით ცეცხლი, რაც სამხრეთ ოსეთის მხარე თავს დაგვესხა. ჩვენ მომავალშიც გავხსნით ცეცხლს და ადექვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ ყველა თავდასხმას“, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.

ცხინვალში რეგიონის ინციდენტს წინ უძღოდა 31 ივლისს გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა,სადაც მხარეები ცხინვალის მახლობლად ერთობლივი საგუშაგოს გახსნაზე შეთანხმდნენ.

 

Civil.Ge © 2001-2024