არასამთავრობო ორგანიზაციები გაზეთის რედაქტორის დაპატიმრებას აპროტესტებენ
/ 5 Aug.'04 / 13:14
ჯაბა დევდარიანი

2 აგვისტოს შიდა ქართლის კრიმინალურმა პოლიციამ გორის რაიონის ადგილობრივი გაზეთის “ხალხის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი ნარკოტიკების შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით, მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტმა შესაძლოა პირველი სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს საქართველოს ახალი  ხელმძღვანელობისათვის, რადგანაც ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები სამართალდამცავებს მტკიცებულებების გაყალბებაში სდებენ ბრალს, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს კი რევაზ ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დაპატიმრება მისი პირადი ბრძანებით მოხდა.
 
გაზეთის რედაქტორის განთავისუფლების კამპანიას “თავისუფლების ინსტიტუტი“ ხელმძღვანელობს. სწორედ ეს ორგანიზაცია თავის დროზე მკაცრად აკრიტიკებდა ედუარდ შევარდნაძეს ადამიანთა უფლებების დარღვევების ფაქტების გამო áƒ“ა მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა 2003 წლის ნოემბრის რევოლუციაში.

3 აგვისტოს “თავისუფლების ინსტიტუტმა“ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ გრძელდება “მტკიცებულებების გაყალბების კრიმინალური პრაქტიკა, მათ შორის ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება“.
 
"თავისუფლების ინსტიტუტის" "გამოძიების" თანახმად, რევაზ ოქუაშვილის დაკავების დროს მრავალ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. შიდა ქართლის სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის რევაზ კლდიაშვილის და შიდა ქართლის პოლიციის ალექსანდრე სუხიტაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება. კლდიაშვილის თქმით, ინფორმაცია დაკავებულის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ ერთი წელია არსებობს.  მიუხედავად ამისა, კლდიაშვილს არ ჰქონდა სასამართლოს ორდერი, არც ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე, არც გაზეთის ოფისის ჩხრეკაზე. ეს “ოპერატიული საჭიროების“ მოტივით იქნა ახსნილი. გარდა ამისა, “თავისუფლების ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ ოქრუაშვილისა და მისი ოფისის ჩხრეკის ოქმი გაზეთის რედაქტორის დაცვის მხარეს არ გადაეცა დაკავების დღესვე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

მოწმეთა გვარები ოქმში, რომელიც ერთი დღის დაგვიანებით იქნა გადაცემული, არ ემთხვევა იმ მოწმეთა გვარებს, რომლებიც პოლიციის უფროსმა დაკავების დღეს გაავრცელა. ყველა ეს ფაქტი მტკიცებულებების გაყალბების ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.
 
რევაზ ოქრუაშვილის ოჯახის წევრები დაკავების ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშწორებას უწოდებენ და შიდა ქართლის რწმუნებულს მიხეილ ქარელს და სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.
 
“გაზეთში იბეჭდებოდა კომპრომატები მიხეილ ქარელის საქმიანობასთან დაკავშირებით,სადაც იგი მხილებული იყო მთელ რიგ უკანონო ქმედებებში, მათ შორის კონტრანდული საქონლისა და უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობაში“, აცხადებენ ისინი.

რევაზ ოქრუაშვილის მეუღლის თქმით, ადგილობრივი ტელეკომპანიის ყოფილი უფროსი და ამჟამინდელი გუბერნატორის ახლობელი ბადრი ნანიტაშვილი დაემუქრა მის მეუღლეს, რომ “ნარკოტიკების ბრალდებით ჩასვამდა ციხეში“, თუ გაზეთი არ შეწყვეტდა გუბერნატორის წინააღმდეგ მაკომპტომიტირებელი მასალების გამოქვეყნებას.

“თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბელიანი აცხადებს, რომ გაზეთზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. “გაზეთის ბოლო გამოცემა პრაქტიკულად შეაჩერეს [ადგილობრივმა ხელისუფლებამ", აცხადებს სუბელიანი.
 
ამგვარად, “თავისუფლების ინსტიტუტი“ დაკავების პოლიტიკურ მოტივებს აღიარებს და რევაზ ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, რომლის დაპატიმრებაც პროცედურული ნორმების უხეში დარღვევით მოხდა. შესაძლოა, ინციდენტი პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თავის “წვლილს” დაპატიმრებაში. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი არ მისცემს “კრიმინალებს უფლებას ტელევიზიასა და მედიას ამოეფარონ”. მისი თქმით, “რევაზ ოქრუაშვილის ნარკობიზნესში მონაწილეობის შესახებ ყველამ áƒ˜áƒªáƒ˜áƒ¡ გორში“.
 
“თავისუფლების ინსტიტუტის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის ლევან რამიშვილის განცხადებით, პოლიციის ოფიცრები კრიმინალების დასჯისას განსაკუთრებულ პრინციპულობას იჩენენ ხოლმე მაშინ, როცა საქმე დაკავებულთა წამებას ეხება.
 
შექმნილმა დაძაბულობამ აიძულა მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ რეაგირება მოახდინა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბედის ირონიით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამაარსებელია, პარტიის სახელით გამოსვლისას მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციებს და განაცხადა, “არსებობს რეალური საფუძველი ვიფიქროთ, რომ რევაზ ოქრუაშვილის დაკავება პროცედურული ნორმების დარღვევით მოხდა“. მან ინციდენტის გამოძიებისა და ოქრუაშვილის განთავისუფლებისკენ მოუწოდა სამართალდამცავებს.
 
სიტუაცია “ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფრო აირია მას შემდეგ, რაც 4 აგვისტოს  პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს “გმირი“ უწოდა და შეაქო იგი და ადგილობრივი პოლიციის უფროსი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში პოზიტიური საქმიანობის გამო.

ამავდროულად, ქართველმა ჟურნალისტებმა კოლეგის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად საპროტესტო აქციები გამართეს ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში. 
 
შემოტევებისგან თავდაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებათადამცველების რამდენიმე წინა ბრალდებას დაკავებულთა წამებაში ეჭვმიტანილი áƒžáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒ”ლების სამსახურიდან გათავისუფლებით უპასუხა. რამოდენიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
 
კლანურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ბლარდებები უკვე გაისმა. ცალკეულმა ჟურნალისტებმა áƒ’ანაცხადეს, რომ შსს მინისტრი ცდილობს შიდა ქართლის გუბერნატორის დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც მისი ახლო მეგობარი და თანაკურსელია, ხელი დააფაროს.   

 

Civil.Ge © 2001-2024