დიდი ლიახვის ხეობაში სროლები მსხვერპლით დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'04 / 10:54

დიდი ლიახვის ხეობაში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლების ხმა, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია სამი ქართველი. სროლები ძირითადად ოსების მიერ კონტროლირებად სოფელ სარაბუკიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისმოდა, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა ქართული მხარის მხრიდანაც.

ჯერ-ჯერობით არ ვცელდება ინფორმაცია არიან თუ არა დაჭრილები ან გარდაცვლილები სამხრეთ ოსეთის მხრიდან.

სროლების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სოფელ თამარაშენში კი ნასროლი ჭურვის შედეგად დაზიანდა სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები.

სროლები დიდი ლიახვის ხეობაში 11 აგვისტოს გამთენიისაც ისმოდა, რის შედეგადაც დაიჭრა სოფელ თამარაშენის მკვიდრი  ინა ჩიბიროვა. ამის შესახებ 11 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განაცხადა. 

 

Civil.Ge © 2001-2024