გაეროსადმი მოხსენებაში სააკაშვილმა კონფლიქტებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება
/ 22 Sep.'04 / 16:38
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"

21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის მზადყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების "მხოლოდ მშვიდობიანი გზით“ მოგვარების თაობაზე. თავის 25-წუთიან გამოსვლაში სააკაშვილმა რუსეთის თემასაც შეეხო და მოსკოვს  „ურთიერთობების ახალი მექანიზმების“ ჩამოყალიბება შესთავაზა.

კონფლიქტების მოგვარების გეგმა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები "შავ ხვრელებს“ წარმოადგენენ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთლიანად კავკასიის რეგიონს და შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებაზეც იქონიონ გავლენა.  მან კონფლიქტის დარეგულირებაში საერთაშორისო როლის გაზრდის უაცილებლობას გაუსვა ხაზი.
 
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა áƒ˜áƒ¡ ღონისძიებები გამოყო, რომელთა განხორციელებაც, მისი აზრით, აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების პროცესის დასაჩქარებლად:

• áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ¨áƒ˜ ჩართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
• áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ¡ ზონების დემილიტარიზაცია და კრიმინალებისგან გაწმენდა;
• áƒ¡áƒáƒ›áƒ¨áƒ•áƒ˜áƒ“ობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია;
• áƒ¡áƒ”პარატისტული რეგიონებისთვის ფართო ავტონომიების მინიჭება.

"მინდა წარმოგიდგინოთ კონფლიქტის "ეტაპობრივი მოგვარების გეგმა,“ რომელიც კონფლიქტების მოგვარების დაჩქარებას შეუწყობს ხელს და რომელიც ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად, რაც მოითხოვს ფართო თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა გატარებას ... ეს ღონისძიებები დააკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთმანეთთან, ასევე სტუდენტებს – სტუდენტებთან, ჟურნალისტებს – ჟურნალისტებთან, ჯანდაცვის მუშაკებს – თავის კოლეგებთან, სპორტსმენებს – სპორტსმენებთან...“, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ნდობის აღდგენა ნიშნავს "ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“.

პრეზიდენტის თქმით, მეორე ნაბიჯი გულისხმობს სპეციალურ ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის დემილიტარიზაციის დაწყებას, ასევე შიშის და კრიმინალური ატმოსფეროს გაქრობას. "ეს ელემენტები ნდობის აღდგენის პროცესის პარალელურად უნდა განხორციელდეს“, დასძინა მან.

"საჭიროა სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და რეალური საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის განხორციელება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მესამე ნაბიჯი ითვალისწინებს კონფლიქტის გლობალურ მოგვარებას გლობალური გარანტიებით, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ყველაზე ფართო ავტონომიების შექმნამდე... რაც გულისხმობს კულტურისა და ენის დაცვას, უზრუნველყოფს თვითმართველობას და ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ რეგიონების მნიშვნელოვან წარმომადგენლობას “, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს. "განვითარება, ინვესტიციები, უსაფრთხოება და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა დღეს საქართველოს ყველა კუთხეს სჭირდება. ჩვენ მშვიდობიანი გზით მოვახდენთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაციას, ისე რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიზიაროს ჩვენი წარმატების ნაყოფი. მჯერა, რომ ყველაზე ეფექტური მექანიზმი საქართველოს გრძელვადიანი მთლიანობისა ძლიერი ეკონომიკის შექმნაა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არ მიმართავს კონფლიქტის დასარეგულირებლად ძალისმიერ მეთოდებს, "რადგანაც არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას თავისი ხალხის წინააღმდეგ“. თუმცა, აქვე დასძინა, რომ საქართველო "არასდროს შეეგუება თავის ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვას - მათი [კონფლიქტების] დავიწყებაც კი შეუძლებელია“.

ურთიერთობები რუსეთთან

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლამდე სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა ნიუ-იორკში, რომ თბილისი არ იქნება კონფრონტაციული რუსეთთან მიმართებაში. სხდომაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა რამდენიმე წინადადება გაახმოვანა, რომლებიც სააკაშვილის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს თანამშრომლობის იმ დონეზე აიყვანს, როგორიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში ამჟამად არსებობს. კერძოდ:

• áƒ”რთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა;
• áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ გაცვლა, დაზვერვა;
• áƒ”რთობლივი პატრულირება რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე;
• áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ტერიტორიაზე არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ განთავსდება;
 
"დროა, რუსეთმა და საქართველომ თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყონ მათი საერთო მტრის [ტერორიზმის] დამარცხების მიზნით“, განაცხადა სააკაშვილმა.

"ახალი ურთიერთობები რუსეთთან ითვალისწინებს ჩვენი რესურსების და მცდელობების მიმართვას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შესაქმნელად. ეს გულისხმობს საზღვის ერთობლივ პატრულირებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთლიან პერიმეტრზე“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი მცდელობა მოითხოვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ერთობლივ დაზვერვას და ნდობის დიდ ხარისხს - "ყოველივე ამისათვის საქართველო მზადაა“.

"უნდობლობის აღმოფხვრის მიზნით, რაც ხშირად აფერხებს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ინიციატივაა შევქმნათ ერთობლივი ორგანოები, სადაც შესაძლებელი იქნება ორმხრივი საკამათო საკითხების განხილვა“, დასძინა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთმა და საქართველომ ერთობლივად უნდა განიხილონ საკითხები, როგორიცაა საქართველოში მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებები, "რადგანაც რუსმა მოქალაქემ არ უნდა იგრძოს თავი დაუცველად“. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მაცხოვრებელთა უმეტესობა ამჟამად რუსეთის მოქალაქეები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე წინ წამოწია საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი და მათი გაყვანა მოითხოვა. თუმცა იქვე დასძინა, რომ "საქართველო მტკიცე პოზიციას წარმოადგენს, რომ არ განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა".
 
რამოდენიმე დღის წინ, რუსული მედია კრემლის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების საქართველოში შესაძლო განლაგების საკითხი მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას.

რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ხელშეკრულებაში შევიდეს პუნქტი, რომელიც აუკრძალავს საქართველოს თავის ტერიტორიაზე რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები განათავსოს. თუმცა, საქართველო ამ პუნქტის დამატებაზე უარს აცხადებს.  

21 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა ნიუ-იორკში. 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მხარეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული ვითარება და ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს.

"ბატონმა ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მზადყოფნა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები განავითაროს. ეკონომიკური დახმარება, საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია და ენერგომატარებლების საქართველოსთვის მიწოდება სწორედ ამის დასტურია. ამის სანაცვლოდ, ვისურვებდით, რომ საქართველომ ჩვენი ინტერესები გაითვალისწინოს, კერძოდ რუსეთის უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა“, ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ მან მოსთხოვა თავის რუს კოლეგას პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ, რათა თავიდან აიცილონ გაუგებრობა ორმხრივ ურთიერთობებში.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ პირდაპირი კონტაქტები დავამყაროთ და არ ვისაუბროთ ერთმანეთთან [ორივე ქვეყნის] სამინისტროების მიერ გავრცელებული განცხადებებით. მე იგი ოქტომბერში საქართველოში მოვიწვიე, როცა თბილისში რუსული კულტურის დღეები აღინიშნება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024