ტაბატაძე "'რუსთავი 2“-ს უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Oct.'04 / 11:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკა ტაბატაძემ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი ტოვებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ხდება.

ნიკა ტაბატაძე წლების განმავლობაში "რუსთავი 2“-ის წამყვან ძალას წარმოადგენდა. იგი კომპანიის აქციების 10%-ის მფლობელიცაა.

"ვფიქრობ, მე კვლავ áƒ¡áƒáƒ–ოგადოების áƒ¡áƒáƒ›áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ áƒ¨áƒ˜ ჩავდეგი "რუსთავი 2“-ში საქმიანობის განახლებით. ვფიქრობ, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ საზოგადოებას ავუხსნათ ამ ტელევიზიის მნიშვნელობა“, განაცხადა ნიკა ტაბატაძემ 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2“ 10 წლის წინ შეიქმნა ქალაქ რუსთავში. ბოლო წლების განმავლობაში იგი საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა.

"რუსთავი 2“-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნოემბრის "ვარდების რევოლუციაში“. თუმცა, მას შემდეგ რაც ძალაუფლებაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, "რუსთავი 2“-ს ხშირად აკრიტიკებდნენ ოპონენტები "სახელისუფლებო ტელევიზიად" გარდაქმნის გამო.

Civil.Ge © 2001-2024