თბილისის მერმა გამგებელი "ძვირფასი“ საჩუქრის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'04 / 12:58

თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 27 ოქტომბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც თბილისის ხუთივე რაიონის გამგებლები დაესწრნენ. ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა განაცხდა, რომ ისანი-სამგორის გამგებელმა ზურაბ ადამიამ მას ძვირფასი საათი აჩუქა და იგი მას ამისათვის თანამდებობიდან ათავისუფლებს.

"მე მაინტერესებს, როგორ შეუძლია გამგებელს, რომლის ხელფასიც 160 ლარს შეადგენს მაჩუქოს საათი, რომელიც 1,500 აშშ დოლარი ღირს? ამას იმ პიროვნებას ვეკითხები, რომელმაც ეს საათი მაჩუქა - ისანი-სამგორის რაიონის გამგებელს“, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ადამია დაუყონებლივ დაწერს განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ვაფრთხილებ ყველა გამგებელს, რომ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებში áƒ“აიწყება სერიოზული რეორგანიზაცია და საკადრო áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბები", დასძინა თბილისის მერმა.

"რა თქმა უნდა საათი 1,500 დოლარი არ ღირდა. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ", განუცხადა ზურაბ ადამიამ ჟურნალისტებს.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სააკაშვილმა შეაქო თბილისის მერი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის".

"რა თქმა უნდა, ჩემი საათი ისეთი ძვირფასი არ არის [როგორც გამგებლის მიერ ნაჩუქარი], მაგრამ მინდა მიიღოთ იგი საჩუქრად კარგი მუშაობისთვის", განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და თან საათი მოიხსნა და ჭიაბერაშვილს გადასცა, რომელიც ასევე ესწრებოდა მთავრობის სხდომას.  


 

Civil.Ge © 2001-2024