მოსალოდნელია საკადრო გადანაცვლებები მთავრობაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'04 / 18:45

არაოფიციალური ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების მოსალოდნელი რეორგანიზაციის შედეგად შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდება, ხოლო გაერთიანებული სამინისტროს ამჟამინდელი უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.

ოფიციალური კომენტარი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ქართული მედია იტყობინება, დღეს საღამოს განცხადების გაკეთებას პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს.
 
არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის სფეროს ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მოქმედი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშება.
 
გელა ბეჟუაშვილი, რომელიც აქამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, იუსტიციის მინისტრად გააგრძელებს მუშაობას.
 
იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარე გახდება. აქამდე ცსკ-ოს თავმჯდომარის მოავალეობას ზურაბ ნონიკაშვილი ასრულებდა.

Civil.Ge © 2001-2024