კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია 15 მილიონ დოლარად გაიყიდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Dec.'04 / 18:27

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ნიუ-იორკელ ბიზნესმენთა ჯგუფი 15 მილიონ დოლარს იხდის áƒ™áƒ áƒ¬áƒáƒœáƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ სამთავრობო რეზიდენციაში.

კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია ოფიციალური შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქ მისი რეზიდენცია იყო განთავსებული. ექს-პრეზიდენტი კვლავ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობს.  

"თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც 15 მილიონ დოლარზე მეტს შემოგვთავაზებს, მათ შეუძლიათ მოგვმართონ სამი დღის განმავლობაში [საპრივატიზაციო გარიგებების ვადა 26 დეკემბერს იწურება] და შეიძინონ ის“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

Civil.Ge © 2001-2024