აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'04 / 13:24

საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერგეი ბაღაფში და იაკუბ ლაკობა 12 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა.

იაკუბ ლაკობა აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერია. მან 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.

3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები წარუმატებლად დასრულდა ორ მეტოქეს - სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის áƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ“არი დაპირისპირების გამო.

ორთვიანი კრიზისი დეკემბრის დასაწყისში ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებით დასრულდა.

შედეგად, 12 იანვრის განმეორებით არჩევნებში ბაღაფში და ხაჯიმბა ერთიანი გუნდით მიიღებენ მონაწილეობას - ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი - ვიცე-პრეზიდენტად.

Civil.Ge © 2001-2025