სააკაშვილმა ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმა გააცნო
/ 26 Jan.'05 / 18:25
"სივილ ჯორჯია"
სააკაშვილმა კონფლიქტის გადაწყვეტის 3-წლიანი
გარდამავალი პერიოდი დასახა.
ფოტო:ევროპის საბჭო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა გააცნო.
 
სააკაშვილმა განაცხადა, “ჩვენი ხედვა ერთიან და მშვიდობიან საქართველოსთან მიმართებაში ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიისადმი პატივისცემას".
 
თბილისის წინადადებები შეიცავს:
 
ავტონომიის “გაცილებით ფართო სტატუსს“ საბჭოთა პერიოდთან  შედარებით და უფრო ფართოს, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას გააჩნია áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თის შემადგენლობაში.
 
ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას, რომელიც ითვალისწინებს ოსი ხალხის უფლებას თავისუფალი და პირდაპირ წესით არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობისადმი - სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის ჩათვლით.
 
მმართველობა: 
 
სამხრეთ ოსეთის პარლამენტი გააკონტროლებს საკითხებს, როგორიცაა კულტურა, განათლება, სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზება და გარემოს დაცვა.
 
ამავე დროს, სამხრეთ ოსეთს ეყოლება წარმომადგენლობა ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში, მათ შორის სასამართლოსა და პარლამენტში, რაც  კონსტიტუციურად იქნება გარანტირებული.   
 
სოციალური უფლებები:
 
სააკაშვილის თქმით, საქართველო იღებს თავის თავზე ვალდებულებას გააუმჯობესოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობები შემდეგი გზით:
 
ენის სტატუსის მინიჭება, საგანმანათლებო პოლიტიკის დეცენტრალიზაციის და საქართველოს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის უზრუნველყოფა;
 
სახელმწიფო სახსრების გამოყოფა ეკონომიკის, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით;
 
საერთაშორისო დაფინანსების მქონე ეკონომიკურ პროექტებში სამხრეთ ოსეთის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
 
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის პირობების შექმნა;
 
განვითარების ინოვაციური იდეების, როგორიცაა თავისუფალი ეკონომიკური ზონის და რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივების, განხილვა;
 
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უფლებამოსილება თავად განსაზღვრონ და აკონტროლონ თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკა;
 
სააკაშვილმა ასევე შესთავაზა ქონების რესტიტუციის შესახებ სპეციალური კანონის მიღება, რომელიც 1990-92 წლების კონფლიქტში დაზარალებულთათვის áƒ›áƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒœáƒ”ლოვანი ანაზღაურების გადახდას ითვალისწინებს; 
 
საპენსიო დავალიანების გასტუმრება იმ პირთათვის, რომელთაც სახელმწიფო შემწეობებზე უარი ეთქვათ;
 
შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს მოუგვარებელ საკამათო საკითხებს ქონებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი კომისია, რომელიც განიხილავს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.  
გარანტირებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება, რაც სახელმწიფო ფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი.
 
უსაფრთხოება:
 
სააკაშვილი კონფლიქტის მოგვარების 3-წლიანი გარდამავალი პერიოდის ინიციატივით გამოდის, რომლის დროსაც:
 
შეიქმნება შერეული ქართულ-ოსური პოლიციური ძალები საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით და áƒ”გიდით;
 
განხორციელდება ოსური ძალების ეტაპობრივი ინტეგრირება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
 
პროცესი საერთაშორისო დონეზე იქნება გარანტირებული:
 
სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო დონეზე გარანტირებულ პროცესად მიიჩნევს, სადაც:
 
ევროპის საბჭო მოქმედებს, როგორც მშვიდობის ხელშემწყობი;
 
ეუთო, როგორც სამშვიდობო პროცესზე დამკვირვებელი;
 
ევროკავშირი - მშვიდობის გარანტი;
 
აშშ - მშვიდობის მხარდამჭერი;
 
რუსეთი - სასურველი და კონსტრუქციული პარტნიორი. 
 
ამ გამოსვლის სრული ტექსტი  áƒ˜áƒ®áƒ˜áƒšáƒ”თ ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე 

Civil.Ge © 2001-2024